ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი

აფხაზეთის ისტორია

Your Image

გეოგრაფიული მდებარეობა

Your Image

აფხაზეთის დამოუკიდებლობა

Your Image

ადრეული ისტორია

აფხაზეთის სილამაზე

Your Image
რიწის ტბა

აფხაზეთი

Your Image
ანაკოპიას ციხე

აფხაზეთი

Your Image
სვიმონ კანანელის
ტაძარი

აფხაზეთი

მიმოხილვა

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცხადებულ სასკოლო კვირეულში, სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ აქტიურად ჩაერთო. კვირეულმა მოიცვა მთლიანად სასკოლო საზოგადოება, თითქმის ყველა საფეხური. მშობლიური მიწაწყლის დაქუცმაცება ყველა ასაკის ადამიანისათვის გულისტკივილია. აფხაზეთის კვირეულში აქტიურად ჩაერთო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის და ტექნოლოგიების კათედრა.  აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის კონკურსები და აქტივობები. შეიქმნა პოსტერები, ვიდეო რგოლები, პრეზენტაციები, პროექტი Scratch- ში, მოსწავლეებმა წერილი მისწერეს აფხაზ თანატოლებს, ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიება აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით -,,აფხაზეთი ჩემი გულისტკივილია“, ჩატარდა კონფერენცია, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია. კვირეულის შეჯამებისას მოეწყო სასკოლო ღონისძიება , სკოლის ანსამბლის მოცეკვავეებმა თანატოლ აფხაზებს მიუძვნეს ცეკვა, სიმბოლურად გამოფინეს საქართველოს დროშა ჰიმნის ფონზე და სკოლის ეზოში გაანათეს ერთიანი საქართველოს რუქა ლოზუნგით - ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ აფხაზეთის შესახებ, როგორც მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიცია, ეთნოგრაფია, ასევე - თანამედროვე ყოფა. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები პოზიტიური გზავნილია ქართველი ახალგაზრდების მხრიდან აფხაზი ახალგაზრდებისთვის ნიშნად იმისა, რომ ჩვენი მიზანი მშვიდობიანი თანაცხოვრებაა.